ფეხბურთი

16:20 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროსთვის სეზონი დასრულდა

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო დაშავდა და სავარაუდოდ მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. არგენტინელი საოპერაციოა.

„ბარნლისთან“ მატჩის შესვენებაზე კუნმა მოედანი იძულებით დატოვა და პეპ გვარდიოლამ ტრავმის სერიოზულობა დაადასტურა.

„სიტუაცია კარგად არ გამოიყურება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა მუხლთან დაკავშირებული პრობლემები. ახლა ტკივილს გრძნობს, მაგრამ ხვალ (დღეს - რედ) შევძლებთ ზუსტი დიაგნოზის გაგებას. თუმცა, სურათი კარგი არაა და ალბათ სეზონი დასრულდა“, - აღნიშნა პეპმა.

კომენტარი აგუეროს მამამ გააკეთა და თქვა, რომ ოპერაცია უნდა გაუკეთდეს:

„ვესაუბრე მას, მენისკის პრობლემა აქვს. ხუთშაბათს ან პარასკევს ბარსელონაში ოპერაციას გაიკეთებს“, - დასძინა ლიონელმა.

აქვე გეტყვით, რომ სერხიო აგუეროს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ 32 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122257