ფეხბურთი

14:11 | 23.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ახალი შეზღუდვები პორტუგალიაში - ჩემპიონთა ლიგა ლისაბონში შესაძლოა აღარ ჩატარდეს

ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ შესაძლოა ლისაბონში აღარ გაიმართოს. მიუხედავად იმისა, რომ უეფამ გადაწყვეტილება ოფიციალურად სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოაცხადა, არაა გამორიცხული მისი გადახედვა მოუწიოს.

საქმე ისაა, რომ პორტუგალიაში ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა, განსაკუთრებით კი დედაქალაქის რეგიონში, რის გამოც ხელისუფლებამ ქვეყანაში შეზღუდვები თავიდან დააწესა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე პორტუგალიაში 39 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 1.534 ადამიანი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ უეფას გადაწყვეტილებით ე.წ „რვათა ფინალი“ ლისაბონში 12-23 აგვისტოს, „და ლუჟისა“ და „ჟოზე ალვალადეს“ სტადიონებზეა დაგეგმილი.

0.154417