ფეხბურთი

22:20 | 22.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"გენტმა" მზადება დაიწყო - ქართველები გუნდთან ერთად არიან (+VIDEO)

ბელგიურმა „გენტმა“ დამდეგი სეზონისთვის მზადების პროცესი დაიწყო. კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს, შემდეგ კი დაბრაზში ინდივიდუალურად ივარჯიშეს.

უკვე ბელგიაში იმყოფებიან და ემზადებიან გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია, რომლებმაც პანდემიის პერიოდი საქართველოში გაატარეს.

შეგახსენებთ, „გენტმა“ ბელგიის დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და აგვისტოში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117708