ფეხბურთი

18:30 | 20.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

17 წლის მეკარემ 10 გოლი გაუშვა, მაგრამ საუკეთესოდ დაასახელეს და რეკორდი დაამყარა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგაში „სოჭიმ“ „როსტოვი“ 10:1 გააანადგურა და ამის მიზეზი ვალერი კარპინის გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ „როსტოვის“ მეკარემ დენის პოპოვმა 10 გოლი გაუშვა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. რაც მთავარია, რუსეთის პრემიერლიგის რეკორდი დაამაყარა ერთ თამაშში გაკეთებული სეივების რაოდენობით...

მატჩის შემდეგ მისი პოპულარობაც გაიზარდა. როგორც რუსულ მედიას განუცხადა, თამაშამდე ინსტაგრამში მხოლოდ 350 გამომწერი ჰყავდა, მაგრამ ახლა ეს რაოდენობა 16 ათასს აღწევს.

„მატჩის წინ ინსტაგრამზე 350 მიმდევარი მყავდა, ახლა კი 16 000. ისინი მწერენ, მირეკავენ, არც კი ვიცი ვინ არიან, ვერც წარმოვიდგენ რომ ვუპასუხო, რა ვუთხრა“, - თქვა 17 წლის პოპოვმა.

0.114136