ფეხბურთი

19:33 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩვენთვის ეს თამაში შვებულება არ იქნება" - გატუზო "ბარსას" ბრძოლას დაპირდა

იტალიური „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ ბოლომდე ბრძოლას ჰპირდება. იტალიელის განცხადებით, ეს თამაში მისი გუნდისთვის შვებულება არ იქნება.

„ვიცით, რომ ჩვენთან შედარებით ძლიერ გუნდთან მოგვიწევს თამაშს, მაგრამ ვეცდებით მაქსიმალურად სწორი გზით, საუკეთესო ფიზიკური კონდიციებით და სწორი მენტალიტეტით დავუპირისპირდეთ. ჩვენ იქ ვითამაშებთ და ეს იქნება შვებულება, პირიქით, გვინდა შვებულებაში რაც შეიძლება უფრო გვიან გავიდეთ“, - თქვა გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ პირველი დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 7 ან 8 აგვისტოს გაიმართება, „კამპ ნოუზე“ ან ლისაბონში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110237