ფეხბურთი

18:51 | 19.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

რიშარლისონი ვან დეიკზე: "ხალხი მასზე ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ უკეთესი მცველებიც არსებობენ"

„ევერტონის“ ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიშარლისონისთვის „ლივერპულის“ ლიდერი ვირჯილ ვან დეიკი მსოფლიოს საუკეთესო მცველი არაა. სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, ხალხი მასზე ბევრს ლაპარაკობს.

„ხალხი მასზე ბევრს ლაპარაკობს. დიახ, შესანიშნავი მცველია, მაგრამ მე უკვე მოვატყუე. ვან დეიკი მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელში დაასახელეს, რადგან დიდებული სეზონი ჰქონდა. თუმცა, ჩემი აზრით, მასზე უკეთესი მცველებიც არსებობენ. მაგალითად ტიაგო სილვა, მარკინიოსი და სერხიო რამოსი“, - თქვა რიშარლისონმა.

0.129889