ფეხბურთი

16:59 | 17.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალფონს დევისის რეკორდი

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა ალფონს დევისმა ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრაში ერთ-ერთ მომენტში 36.51 კმ/სთ სიჩქარით გაირბინა და როგორც გაირკვა ეს ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი სპრინტია.

ყოველშემთხვევაში 2013-2014 წლები სეზონიდან მოყოლებული, როდესაც მსგავსი სტატისტიკური მონაცემთა ბაზა ჩამოყალიბდა, ასეა.

დევისმა აჩრაფ ჰაკიმის რეკორდი გააუმჯობესა. კანადელი ამავე შეხვედრის 79-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს, ხოლო „ბაიერნმა“ გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

0.109186