ფეხბურთი

17:02 | 15.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

კასილიასმა პრეზიდენტობაზე უარი თქვა

იკერ კასილიასმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ლეგენდარულმა მეკარემ თავად განაცხადა.

„მსურს გაცნობოთ, რომ გადავწყვიტე არ მივიღო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. მთავარი მიზეზი, რამაც ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმიყვანა, არის განსაკუთრებული სოციალური, ეკონომიკური და ჯანმრთლებოს მდგომარეობა, რომელიც სამყაროშია. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში კენჭი ისევ ვიყარო“, - წერს კასილიასი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასმა საფეხბურთო კარიერა 2019 წლის 1 მაისს მიღებული გულის შეტევის გამო დაასრულა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას კი ლუის რუბიალესი ხელმძღვანელობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112048