ფეხბურთი

15:42 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლილიანის შემდეგ მარკუსი? - "იუვენტუსმა" ტურამს თვალი დაადგა

მიონხენგლადბახის თავდამსხმელი მარკუს ტურამი წარმატებული თამაშის წყალობით წამყვანი ევროპული კლუბების ყურადღების ქვეშ მოექცა. იტალიური მედიის ცნობით, 22 წლის ფრანგს თვალი „იუვენტუსმა“ დაადგა.

ტურინელები ტურამის განვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და არაა გამორიცხული მისი შეძენის გადაწყვეტილებაც მიიღონ. სიტუაციას ისიც ამარტივებს, რომ ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, რომელთანაც „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

ტურამი „გლადბახში“ გასულ ზაფხულს „გენგამიდან“ 9 მილიონ ევროდ გადავიდა და ბუნდესლიგის 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა, რვაჯერ კი საგოლე პასი მიითვალა. ამჟამად მისი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ მარკუსის ლეგენდარული მამა, ლილიან ტურამი „იუვენტუსის“ ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მიმდინარე საუკუნის დასაწყისში. ფრანგმა მცველმა 2001-2006 წლებში „იუვეს“ მაისურით 204 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და მარკუსმა ბავშვობის უმეტესი წლები სწორედ ტურინში გაატარა.

0.130853