ფეხბურთი

0:45 | 3.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინულ გუნდში, სადაც ქართველი თამაშობს, კორონავირუსის 26 შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ლვოვის „კარპატში“ კორონავირუსის პანდემიაა. როგორც Sportarena იტყობინება, კლუბში დაინფიცირების 26 შემთხვევა დადასტურდა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი მთავარი მწვრთნელია, 11 ფეხბურთელი და 14 მათგანი კლუბის სხვა მომსახურე პერსონალი, თუმცა კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა.

მოგეხსენებათ, „კარპატის“ რიგებში ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე თამაშობს. ისიც ვთქვათ, რომ ლვოვის გუნდს უკრაინის ჩემპიონატში უკანასკენლი მატჩი „მარიუპოლთან“ არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120672