ფეხბურთი

13:29 | 1.06.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინი" ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა

ბექა მიქელთაძემ და ნიკა ყიფიანმა ყაზანის "რუბინი" დატოვეს. ორივე მათგანს კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურათ. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

"მადლობას ვუხდით ფეხბურთელებს "რუბინში" გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მათ მომავალ კარიერაში", - დაწერა "რუბინის" ოფიციალურმა გვერდმა.

შეგახსენებთ, ბექა მიქელთაძე "რუბინში" 2019 წელს კვიპროსული "ანორთოსისიდან" გადავიდა და 11 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეობის მქონე ყიფიანს, ნიკამ ყაზანური გუნდის მაისური მხოლოდ 3-ჯერ მოირგო.

სად გააგრძელებენ ახალგაზრდა ფეხბურთელები კარიერას, ჯერჯერობით უცნობია. აქვე გეტყვით, რომ "რუბინში" 2 ქართველი მოთამაშე: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თამაშობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115032