ფეხბურთი

19:03 | 30.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კუტალიას "ირტიში" ყაზახეთის ჩემპიონატიდან მოიხსნა

ლევან კუტალიას „ირტიში“ ყაზახეთის ჩემპიონატიდან მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება თავად პავლოდარელებმა შეიტანეს და ფედერაციამ სურვილი დაუკმაყოფილა.

მიზეზი ფინანსური პრობლემებია და კლუბი ფეხბურთელებისთვის ხელფასის გადახდას თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ "ირტიში" არ გაკოტრდება და გააგრძელებს არსებობას, უბრალოდ 2020 წლის სეზონში მისი შედეგები ანულირდა და ყაზახეთის პრემიერლიგაც 12-ის ნაცვლად 11-გუნდიანი გახდა.

„ირტიშის“ რიგებში ჩვენებური ლევან კუტალია ირჯებოდა, რომელიც ყაზახეთში მიმდინარე წლის დასაწყისში გადაბარგდა. ქართველ შემტევს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

აქვე გეტყვით, რომ "ირტიში" 1965 წელს დაარსდა და ამ პერიოდში ყაზახეთის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიპოვა.

0.121839