ფეხბურთი

18:57 | 25.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"თამაში სასიამოვნოა" - დავით ხოჭოლავას ემოციები დაბრუნების შემდეგ

დონეცკის „შახტარი“ სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და პირველი სპარინგ შეხვედრაც გამართა „რუხის“ წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობა დავით ხოჭოლავამაც მიიღო.

ქართველმა ფეხბურთელმა თამაშის შემდეგ ემოციები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს გაუზიარა.

- დავით რა გრძნობაა, როდესაც ირთვიანი პაუზის შემდეგ თამაშს უბრუნდები?

- ძალიან სასიამოვნოა კვლავ თამაში. რა თქმა უნდა, ოფიციალურ მატჩში თამაში მინდა, მაგრამ ასეთ შეხვედრებშიც შესაძლებელია განწყობის შექმნა.

- კლუბის დაბადების დღეზე ამოცანა მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იყო?

- ეს არის მიზანი ყველა თამაშში, არ აქვს მნიშვნელობა, ამხანაგურია თუ ოფიციალური. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ყოველთვის გამარჯვება სურთ. ვფიქრობ, რომ „შახტარი“ ხშირად ჩემპიონი ამიტომ ხდება, ჩვენს კლუბში სხვანაირად არ ვმუშაობთ.

- თქვენს მდგომარეობაზე რას იტყვით, რამდენად რთულია ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნება?

- საჭიროა ბურთთან მუშაობა და ტაქტიკის შემუშავება, მაგრამ ფიზიკურად თავს კარგად ვგრძობ. მიუხედავად იმისა, რომ ყველანი სახლებში ვიყავით იზოლირებულნი, მაგრამ ონლაინ რეჟიმში ვვარჯიშობდით. კარანტინის შესუსტების შემდეგ სირბილიც დავიწყეთ. ახლა უფრო მეტ ყურადღებას ტაქტიკაზე და ბურთთან ერთად ვიმუშავებთ. ფიზიკურად გუნდი მზად არის.

- „რუხთან“ მატჩში გამოჩნდა ოფიციალურ შეხვედრებში მოედანზე დაბრუნების სურვილი...

- დიახ, რადგან ჩვენ, ფეხბურთელებს თამაშებში საუკეთესოს ჩვენება გვინდა. ამისთვის ვვარჯიშობთ და ვემზადებით. ამიტომ, მინდა ჩემპიონატი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114578