ფეხბურთი

22:28 | 21.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ვარჯიში განაახლა

„ლოკომოტივის“, „დინამო თბილისისა“ და „საბურთალოს“ შემდეგ ვარჯიში „დინამო ბათუმმაც“ განაახლა.

გია გეგუჩაძის გუნდმა ორთვენახევრიანი პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა. ცხადია, საწვრთნელი პროცესი ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათ კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების დაცვით წარიმართა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯერჯერობით ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

0.159149