ფეხბურთი

23:26 | 16.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიას თანაგუნდელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გამოცდილი პერუელი ფეხბურთელი ჯეფერსონ ფარფანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ვეტერანი თავდამსხმელი უსიმპტომოა და თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამ ეტაპზე 35 წლის ფარფანის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არაა, რადგან თავს კარგად გრძნობს.

მოგეხსენებათ, პერუელი სოლომონ კვირკველიას თანაგუნდელია, ხოლო თავის დროზე „შალკეში“ ლევან კობიაშვილის მხარდამხარ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112738