ფეხბურთი

18:17 | 12.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

დე ბური: "შეუძლებელია დე იონგს 20 გოლის გატანა მოვთხოვოთ"

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდ დე ბურმა ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა და „ბარსელონაში“ მისი სადებიუტო სეზონი დადებითად შეაფასა.

„განსაკუთრებულია, როდესაც ასეთ პატარა ასაკში ასე ხშირად თამაშობ „ბარსელონაში“ სადებიუტო სეზონში. ხალხი ამბობს, რომ მას ჯერ არ უჩვენებია ის დონე, რომელსაც „აიაქსსში“ და ნიდერლანდების ნაკრებში აჩვენებდა, მაგრამ ყველას არ შეუძლია ისეთ ძლიერ გუნდში თამაში, როგორიც „ბარსელონაა“. ვფიქრობ, რომ პირველი სეზონი კარგად ჩაატარა.

მასზე მეტი პრობლემა „იუვენტუსში“ დე ლიხტს შეექმნა. ველოდი, რომ დე ლიხტი ადვილად გაივლიდა ადაპტაციას და ძირითად შემადგენლობაში სწრაფადვე დამკვიდრდებოდა, მაგრამ ყველაფერი პრაქტიკულად პირიქით მოხდა. შესაბამისად, ვფიქრობ, დე იონგმა „ბარსელონაში“ პირველი სეზონი კარგად ჩაატარა, ვიდრე დე ლიხტმა „იუვეში“.

ვიმედოვნებ, რომ დე იონგი თავის ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება, რადგან ის თამაშის დისტრიბუტორია, ბურთის განაწილებაზე ზრუნავს. შეუძლებელია მას 20 გოლის გატანა მოვთხოვოთ, სერხიო ბუსკეტსის მსგავსი ფეხბურთელია და როდესაც დრო დადგება, მისი კარგი შემცვლელი იქნება“, - თქვა დე ბურმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგმა „ბარსელონაში“ 37 თამაში ჩაატარა და მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა, ხოლო დე ლიხტმა „იუვენტუსის“ ღირსება 27-ჯერ დაიცვა და ასევე 2 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112334