ფეხბურთი

18:17 | 9.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ უმტიტიმ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი პირველივე ვარჯიშზე დაშავდა. ესპანური მედიის ცნობით, ფრანგმა მარჯვენა ფეხის კუნთები დაიზიანა და გარკვეული პერიოდი იუქმებს.

ტრავმის ხარისხი ამ ეტაპზე უცნობია და მასზე დაკვირვება დღითიდღე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ საწვრთნელ პროცესს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116283