ფეხბურთი

15:57 | 3.05.2020 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: "ქუჩაში ვცხოვრობდი და მოწყალებას ვითხოვდი"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ბავშვობის რთული წლები გაიხსენა. „მანჩესტერისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მცველის განცხდებით, ქუჩაში ცხოვრობდა და მოწყალებას ითხოვდა.

ევრას მიაჩნია, რომ ამ გასაჭირმა ძლიერ ადამიანად ჩამოაყალიბა და უნდა ამის გახსენებით ბავშვებს მოტივაცია მისცეს.

„რთული ბავშვობა მქონდა, ბევრი და-ძმა მყავდა, ქუჩაში ცხოვრება ადვილი არ იყო. ჩემი ძმა დომინიკი მაკდონალდსში მუშაობდა, ამ გზით საჭმელს ვიყოფდით. არ მეშინია იმის თქმა, რომ მოწყალებას ვითხოვდი, ვიდექი მაღაზიების წინ და ხალხს ხურდებს ვთხოვდი.

მიუხედავად ამისა, ყოველთვის ბედნიერი ვიყავი, არაფერს შევცვლიდი, ამ ყველაფერმა ადამიანად ჩამომაყალიბა. ქუჩაში ვისწავლე და ძლიერი გავხდი. მე არ ვარ მსხვერპლი, არ მინდა ხალხს იმიტომ, ვუყვარდე, რაც ახლა ვთქვი, უბრალოდ მინდა ბავშვებს მოტივაცია მივცე და არ დანებდნენ“, - განაცხადა ევრამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.128354