ფეხბურთი

17:28 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

უეფა: "ევროთასების სეზონს დავასრულებთ!"

უეფაში დარწმუნებული არიან, რომ ევროთასების 2019-2020 წლების სეზონს დაასრულებენ. როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა არმან დუკამ განაცხადა, ევროსარბიელზე თამაშს იმ ქვეყნის გუნდებიც მოახერხებენ, სადაც სეზონი უკვე დასრულდა.

„იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ჩემპიონატები დასრულდა და ამ სეზონში აღარ ითამაშებენ, ვფიქრობ,რ ომ ევროთასებზე ამ ქვეყნის კლუბები ითამაშებენ. არ აქვს მნიშვნელობა რა გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულ ლიგებში, ჩემპიონთა და ევროპა ლიგის სეზონები დასრულდება“, - თქვა დუკამ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში შიდა ჩემპიონატები დასრულებულია.

0.138085