ფეხბურთი

16:12 | 29.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკა ხუნიორსის" ფეხბურთელს შეყვარებული ძალადობაში ადანაშაულებს

„ბოკა ხუნიორსის“ თავდამსხმელ სებასტიან ვილას შეყვარებული დანიელა კორტესი ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. კორტესმა ამის მტკიცებულები ინსტაგრამის გვერდზე განათავსა.

ფოტოებიდან ჩანს, რომ დანიელას სიხლიანი ტუჩები, ჭრილობები მკლავებზე და სახეზე სისხლჩაქცევები აქვს.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბრალდება უმალვე უარყო: „არ მესმის ამ გაუგებრობის მიზეზი ან მიზანი რა არის. ხაზს ვუსვამ, რომ ამ დღეებში სახლში არ ვყოფილვარ. მყავს დედა, დები, ბიძაშვილები და ქალზე მსგავს რამეს არასდროს გავაკეთებ“, - თქვა ვილამ.

თავის მხრივ, ფეხბურთელის კლუბმა „ბოკა ხუნიორსმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ არგენტინული გუნდი უზურნველყოფს სიმართლის დადგენას და დაელოდება საკითხის გარკვევას.

აქვე გეტყვით, რომ სებასტიან ვილა და დანიელა კორტესი ორი წელია ერთად ცხოვრობენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129081