ფეხბურთი

18:14 | 28.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრაგლი: "რედ ბულს" რონალდუს ყიდვა ხვალვე შეუძლია"

იტალიური „ბენევენტოს“ გერმანელი ნახევარმცველი ოლივერ კრაგლი ავსტრიულ „ზალცბურგს“ აქებს და ამ გუნდის მფლობელი კომპანიის, „რედ ბულის“ უსაზღვრო შესაძლებლობებზე საუბრობს.

გერმანელი მიიჩნევს, რომ „რედ ბულს“ კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეუძლია.

„ზალცბურგი“ ძალიან კარგი გუნდია, „ენფილდზე“ „ლივერპულს“ პრობლემები შეუქმნა, „ნაპოლისთან“ ფრედ ითამაშა. „რედ ბულს“ შეუძლია კრიშტიანუ რონალდუ ხვალვე იყიდოს, თუ ამას მოინდომებს. ვფიქრობ, რომ „ზალცბურგი“ გერმანიის ბუნდესლიგაში ძალიან კარგად ითამაშებდა“, - თქვა კრაგლმა.

0.11131