ფეხბურთი

16:18 | 27.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: "არსენალში" რეგულარულად ვეწეოდი და ვენგერმა იცოდა"

„იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ განაცხადა, რომ ლონდონის „არსენალში“ თამაშის დროს რეგულარულად ეწეოდა. პოლონელმა ისიც თქვა, რომ არსენ ვენგერმა ამის შესახებ იცოდა.

„იმ დროს სიგარეტს რეგულარულად ვეწეოდი და ეს ვენგერმა კარგად იცოდა. მას არ სურდა ვინმეს გასახდელში მოეწია. თამაშის შემდეგ დაძაბულობის გამო სიგარეტი საშხაპის კუთხეში მქონდა, სადაც არავინ იყო. ვიღაცაც ეს შეამჩნია და ვენგერს უთხრა, მან კი რამდენიმე დღის შემდეგ მკითხა, მართალია? ვუპასუხე, რომ დიახ და დამაჯარიმეს", - აღნიშნა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ ვოიცეხ შჩესნი ლონდონის „არსენალის“ ღირსებას 2009-2015 წლებში იცავდა, ხოლო 2015 წელს „რომაში“ გადავიდა, საიდანაც „იუვენტუსში“ აღმოჩნდა.

0.111546