ფეხბურთი

21:33 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსის" ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძე სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

ვეტერანმა შოტლანდიელმა ფეხბურთელმა ალექს რეიმ The Sun-თან საუბარში „რეინჯერსის“ სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელიც იმ ფეხბურთელებისგან შეადგინა, ვის გვერდითაც უთამაშია.

რეიმ ქართველი თავდამსხმელი შოთა არველაძე გამოარჩია:

„ტექნიკურად ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვისთანაც ოდესმე მითამაშია, მისი უნარი სახიფათო იყო. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი გახლდათ და მიყვარდა მასთან თამაში. როდესაც ასეთი ფეხბურთელები კარიერას ასრულებენ ყოველთვის დამწუხაროა. გასახდელშიც დაუჯერებელი პიროვნება იყო, ბიჭებს ძალიან უყვარდათ“, - თქვა რეიმ.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე „რეინჯერსის“ ღირსებას 2001-2005 წლებში იცავდა და 132 მატჩში 57 გოლი გაიტანა.

0.113319