კალათბურთი

14:59 | 23.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ნამდვილი მაგალითი და გასაკვირი ნებისყოფა" - თორნიკე შენგელიას იტალიელი კალათბურთელი აქებს

„ბასკონიას“ იტალიელმა ლეგიონერამ აკილე პოლონარამ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა და თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა.

28 წლის იტალიელის განცხადებით, შენგელია სამაგალითო მოთამაშეა, რომელმაც მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პოლონარა მიიჩნევს, რომ თორნიკე ევროპის ოთხ საუკეთესო კალათბურთელში შედის.

თანაგუნდელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა? თორნიკე შენგელია, ის ევროპის ოთხ საუკეთესო კალათბურთელში შედის. მე მაკვირვებს მისი ერთგულება და ნებისყოფა. ყოველთვის პირველი მოდის დარბაზში, თავისუფალ დღესაც ვარჯიშობს, მწვრთნელს მოედანზე დარჩენას სთხოვს, რომ კონცეტრირება მოახერხოს სროლის დამატებით სესიებზე. თორნიკე ნამდვილი მაგალითია“, - თქვა პოლონარამ.

შეგახსენებთ, რომ პოლონარა და შენგელია თანაგუნდელები 2019 წლის ზაფხულიდან არიან.

0.113143