ფეხბურთი

17:12 | 15.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

მატუიდი და რუგანი კორონავირუსისგან განიკურნენ

„იუვენტუსის“ მცველი დანიელე რუგანი და ნახევარმცველი ბლეზ მატუიდი კორონავირუსის დაავადებისგან გამოჯანმრთელდნენ. ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

„დანიელე რუგანიმ და ბლეზ მატუიდიმ პროტოკოლის თანახმად ჩაიტარეს ორმაგი შემოწმება დიაგნოზირებული ტესტებით, რის შედეგადაც, ორჯერვე უარყოფითი პასუხი მიიღეს. ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ და თვითიზოლაციის რეჟიმს აღარ ექვემდებარებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

სავალდებულო თვითიზოლაციაში ტურინელთა მესამე ფეხბურთელი, პაულო დიბალა რჩება, რომელიც მეორე ტესტირების პასუხის მოლოდინშია, პირველმა ტესტმა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.

0.097911