ფეხბურთი

1:03 | 14.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი: "ვცდილობ ბევრი არ ვჭამო, მაგრამ რთულია, როცა სამზარეულო ასე ახლოს მაქვს"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარისთვის სახლში ყოფნა და პარალელურად დიეტის დაცვა ძალიან რთულია. ბელგიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ცდილობს ბევრი არ ჭამოს, ტკბილეული არ მიირთვას, მაგრამ ეს მარტივი არაა.

„ვცდილობ კარადასთან არ მივიდე ტკბილეულის მისართმევად, თუმცა დიეტის დაცვა ჩემთვის ძალიან რთულია. ვცდილობ, ბევრი არ ვჭამო, მაგრამ ეს ადვილი არაა, როდესაც სამზარეულო ასე ახლოს მაქვს. მაგრამ ყურადღებით მივყვები პროგრამას, რომელიც ფიზიოთერაპევისტგან მივიღე.

ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც სახლში შემიძლია. ვცდილობ ტერფი გავძლიერო. კორონავირუსის საკუთარ თავზე მიღების არ მეშინია, მაგრამ მეშინა, რომ ახლობლებს გადავდებ. ეზოში გვაქვს ბაღი, იქ ვთამაშობთ, მეც და ბავშვებიც, რომლებიც შემდეგ ინტერნეტით გაკვეთილებს ესწრებიან. არის ხალხი, რომლებიც გაცილებით უარეს ვითარებაში არიან და ვერ ვიწუწუნებთ“, - თქვა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ აზარი ტრავმას მკურნალობს. ბელგიელ ფეხბურთელს „რეალში“ პირველი სეზონი ჩაუვარდა და წონის პრობლემაც არაერთხელ შეექმნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114861