სხვა

19:41 | 12.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი 22 წლის მამინაცვალთან მეგობრობს

„პარი სენ ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, ნეიმარის დედამ ნადინ გონსალვესმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მასზე 20 წლით უმცროს პარტნიორთან - ტიაგო რამოსთან ერთად არის.

ნადინმა ფოტო შემდეგნაირად დაასათაურა: „შეუძლებელია აუხსნელის ახსნა“.

ახალი სასიყვარულო ურთიერთობა კი მისმა შვილმა მოიწონა და კომენტარში დედას ბედმიერება უსურვა. აღსანიშნავია ისიც, რომ 22 წლის მამინაცვალთან ნეიმარს კარგი ურთიერთობა აქვს. მეტიც, ბრაზილიელ ფეხბურთელს ტიაგო თავის დაბადების დღეზეც ყავდა მიწვეული.

აუდიტორიისთვის ყველაზე გასაკვირი ნადინის ყოფილი ქმრის რეაქცია იყო, რომელიც აღნიშნულ ფოტოს სმაილებით გამოეხმაურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124267