ფეხბურთი

16:27 | 6.04.2020 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: "ნეიმარი ცუდი მაგალითია"

მადრიდის „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ნეიმარი გააკრიტიკა. ესპანელის განცხადებით, ბრაზილიელი სამაგალითო არაა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფეხბურთელი გამორჩეულია.

„ნეიმარი რთული ბიჭია, ჩემთვსი არ არის კარგი მაგალითი. ვფიქრობ, რომ როგორც ფეხბურთელი გამონალისია, მსოფლიოს ხუთ საუკეთესოში შედის, მაგრამ მინდორზე ბევრჯერ მიმართავს სიმულაციას, თუნდაც „ბარსელონას“ დატოვების გზა, ეს არაა მოსაწონი.

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს მისი დაბრუნება სურთ? ეს კლუბმა უნდა გადაწყვიტოს. ზედმეტი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ ფეხბურთელებს და მათ სიტყვებს, ისინი არ არიან სპორტული დირექტორები და ტექნიკური მდივნები. ძალიან რთული და იშვიათა, რომ ფეხბურთელები ყოფილ თანაგუნდელზე ცუდად ლაპარაკობდნენ“, - თქვა დელ ბოსკემ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112122