ფეხბურთი

15:37 | 31.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფათიჰ თერიმი საავადმყოფოდან გამოწერეს

სტამბოლის „გალათასარაის“ მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი საავადმყოფოდან გამოწერეს. აღნიშნული ინფორმაცია თურქული გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

66 წლის სპეციალისტი ჰოსპიტალში კორონავისუსის სიმპტომებით გადაიყვანეს. 23 მარტს კი ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამჟამად თურქი სპეციალისტი თავს კარგად გრძნობს და მომდევნო ორ კვირას საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ფათიჰ თერიმს თავის დროზე ფლორენციის „ფიორენტინაში“, „მილანსა“ და თურქეთის ნაკრებში უმუშავია. აქვე გეტყვით, რომ თურქეთში კორონავირუსით 10.827 ადამიანია ინფიცირებული და 168 გარდაიცვალა.

0.161789