ფეხბურთი

17:41 | 23.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ალექს ტელეშით დაინტერესდა

კატალონიის „ბარსელონა“ „პორტუს“ განაპირა მცველის, ალექს ტელეშის შეძენას აპირებს. Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი პორტუგალიის დატოვებას აპირებს და კატალონელები ეცდებიან საკუთარ რიგებში გადაიბირონ.

ტელეშს „პორტუსთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს. სამხრეთ ამერიკელი 40 მილიონ ევროდაა შეფასებული.

მიმდინარე სეზონში ალექსტელეშმა ყველა ტურნირის ჩათვლით 40 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი შეასრულა.

0.114076