სხვა

13:55 | 21.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუ ბაშო: ტოჩინოშინმა იატაკაიამას მნიშვნელოვანი ბრძოლა მოუგო (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს დასრულებამდე 1 დღე დარჩა, ქართველმა სუმოისტმა კი ბოლოს წინა ბრძოლა მოიგო. ტოჩინოშინი მე-3 მაეგაშირა იატაკაიამას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, ჩვენებურმა არაფერი დაუთმო და მისი დამარცხება კატასუკაშის ილეთით მოახერხა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-3 დაპირისპირება იყო და ამ ორთაბრძოლებიდან ყველა ტოჩის გამარჯვებით დასრულდა.

აქვე გეტყვით, რომ იატაკაიამას გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე 7 მოგების საპირისპიროდ 7 მარცხი აქვს და გადამწყვეტი ბრძოლა დადებითი ბალანსისთვის ხვალ ელის. მეტოქე კი ჯერჯერობით უცნობია. რაც შეეხება ლევანს, მას 6 მოგების წილ 7 მარცსი აქვს და მინიმალური ბალანსი უკვე განაღდებული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ელიტურ მაკუუჩი დივიზიონში ადგილი უკვე შენარჩუნებული აქვს.

0.110263