ფეხბურთი

18:47 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის პრემიერი: "იოვიჩი კარანტინს თუ დაარღვევს, დავაპატიმრებთ"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი და იტალიური „ასკოლის“ წევრი ნიკოლა ნინკოვიჩი სერბეთში დაბრუნდნენ, რამაც დიდი პოლემიკა გამოიწვია. სერბეთის პრემიერმინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, თუ ისინი კარანტინის წესს დაარღვევენ, დააპატიმრებენ.

„თუ რომელიმე მათგანი კარანტინს დაარღვევს, დავაპატიმრებთ. ისინი მილიონრები არიან და ფიქრობენ, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ მათ განვუმარტავ, რომ ჩვენი ხალხის სიცოცხლე უფრო ღირებული და ფასეულია. დარწმუნებული ვარ, ორივე ნანობს საქციელს, სინამდვილეში კარგი ბიჭები არიან“, - თქვა ვუჩიჩმა.

აღსანიშნავია, რომ იოვიჩი სერბეთში თავისი შეყვარებული, სოფია მილოშევიჩის დაბადების დღის გამო დაბრუნდა და „რეალში“ თვითიზოლაცია დაარღვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107984