სხვა

12:14 | 20.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰარუ ბაშო: ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსის შანსი დაკარგა

ჰარუ ბაშოზე ორიგი მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი გაზაფხულის პირველი სუპერტურნირის მე-13 დღეს კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ორთაბრძოლის დაწყებისთანავე მეტოქემ უპირატესობა მოიპოვა, ტოჩი დოჰიოს კუთხესთან მიიყვანა, რის შემდგომაც მისი საზღვრებს მიღმა გადაყვანა არ გასჭირვებია.

ეს აღნიშნული წყვილის 25-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ჩვენებურმა 10 მოიგო, 15 კი მარცხით დაასრულა.

შეგახსენებთ, ლევანს მიმდინარე ბაშოზე 5 მოგების საპირისპიროდ 8 მარცხი აქვს და უარყოფითი ბალანსი უკვე განაღდებული აქვს, თუმცა ქართველმა სუმოისტმა 5 მოგებით მინიმალური ბალანსი გაინაღდა და ელიტურ მაკუუჩი დივიზონში ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114156