სხვა

13:59 | 18.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია! - ტოჩინოშინმა კაგაიაკის ჰენკათი აჯობა (+VIDEO)

პროგრამა მინიმუმი შესრულებულია! ჰარუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება მაცდური ილეთით - ტატაკიკომით (ჰენკა) მოახერხა.

ტოჩინოშინმა ბრძოლის დაწყებისთანავე შეჯახებას თავი აარიდა, მეტოქეს კი სისწრაფე ჰქონდა აკრეფილი და წონასწორობა ვეღარ შეიკავა. ეს აღნიშნული წყვილის მე-5 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ქართველმა სუმოისტმა ყველა მოიგო.

ამრიგად, ჩვენებურს გაზაფხულის პირველ სუპერტურნირზე 5 მოგების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი ბალანსი აქვს, ელიტურ მაკუუჩი დივიზიონში ადგილი უკვე შენარჩუნებული აქვს.

შეგახსებებთ, რომ გორგაძე დადებითი ბალანსის შანსსაც ინარჩუნებს, ამისთვის კი მან დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან 3 უნდა მოიგოს. ტოჩინოშინის მომავალი მეტოქე დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიიომარუ იქნება, რომელთანაც ლევანს აქამდე 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული და სამივე შემთხვევაში იმარჯვა.

0.153169