ფეხბურთი

22:24 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია: "სადებიუტო თამაშში გოლის გატანა ძალიან სასიამოვნოა"

ყაზახური „ტობოლის“ ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ზარანდიამ სადებიუტო თამაშში გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ჩვენებურის განცხადებით, ეს სასიამოვნოა, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვება იყო.

ზარანდიამ ყაზახეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ყარაგანდის „შახტიორთან“ 89 წუთი ითამაშა და ერთი წუთით ადრე საბოლოო ანგარიში (3:1) დააფიქსირა.

„პირველ რიგში მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს მაშინ, როდესაც მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა. ვგრძნობდით, რომ ისინი ჩვენს მხარეს ბოლომდე იქნებოდნენ და ამისთვის მადლობას ვუხდით.

რაც შეეხება თამაშს, ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. მთლიანობაში „ტობოლმა“ უკეთ ითამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სადებიუტო თამაშში გავიტანე, ყოველთვის სასიამოვნოა პირველ მატჩში გოლის გატანა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოვიგეთ და აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. მთავარია სამი ქულა კოსტანაიში დარჩა“, - თქვა ზარანდიამ.

შეგახსენებთ, ლუკა ყაზახურ გუნდში ბელგიური „ზულტე ვარეგემიდან“ გადავიდა და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116052