ფეხბურთი

17:27 | 7.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ "ტობოლში" სადებიუტო მატჩში გაიტანა (+VIDEO)

ყაზახეთის პრემიერლიგის 2020 წლის სეზონი დაიწყო და ქართველების „ტობოლმა“ პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ყარაგანდის „შახტიორი“ 3:1 დაამარცხა.

ყაზახური გუნდის რიგებში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა ლუკა ზარანდიას, რომელმაც გოლიც გაიტანა. ჩვენებურმა 88-ე წუთზე მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლუკა გოლის გატანიდან ერთ წუთში შეცვალეს, ხოლო ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს.

ამრიგად, "ტობოლმა" სეზონი კარგად დაიწყო, მეორე ტურის მატჩს კი 15 მარტს, სტუმრად "ჟეტისუსთან" ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129799