ფეხბურთი

16:51 | 10.03.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „ტობოლის“ ნახევარმცველი ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ყარაგანდის „შახტიორთან“ მატჩში ქართველის თამაში Sports.kz-მ გამოარჩია.

„ჯაბა უშიშრად და პრეტენზიის გარეშე იბრძოდა „შახტარის“ წინააღმდეგ, როგორც დაცვით ფაზაში, ისე შეტევაში“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, „ტობოლმა“ „შახტარი“ 3:1 დაამარცხა. კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ლუკა ზარანდია მოედანზე 89 წუთი იყო და ერთი გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119176