ფეხბურთი

16:05 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სეტიენი: "ელ კლასიკოს" მნიშვნელობას ვაცნობიერებ და გამარჯვება მინდა"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა მადრიდის „რეალთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტისთვის ეს იქნება სადებიუტო „ელ კლასიკო“ და მისი თქმით, მატჩის მნიშვნელობას სრულად აცნობიერებს.

„ვაცნობიერებ ამ მატჩის მნიშვნელობას და გამარჯვება მინდა. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ფეხბურთელის რანგში დებიუტი მქონდეს, ბენდიერი ვარ. ეს მწვრთნელისთვის შესანიშნავი შანსია, შევადარებდი ჩემს დებიუტს ჩემპიონთა ლიგაში. ყოველი თამაშიდან დიდ სიამოვნებას მივიღებ, სანამ აქ ვარ.

ცხადია, შევუტევთ, რადგან ეს „ბარსელონას“ დნმ-შია. ყოველთვის ვცდილობთ მეტოქის დაცვაში სივრცეების პოვნას, მაგრამ „რეალმა“ ბოლო თვეებში ძალიან კარგი დაცვა აჩვენა. ამ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ და პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, - აღნიშნა სეტიენმა Mundo Deportivo-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ „რეალს“ ამ წუთისთვის ორი ქულით უსწრებს, „ელ კლასიკო“ კი, 1 მარტს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

0.109355