კალათბურთი

14:18 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

yardbarker.com-მა ბითაძის მცირე სათამაშო დრო განმარტა
"პეისერსმა" ბითაძე იმიტომ აიყვანა, რომ მიმდინარე სეზონში იშვიათად ეთამაშებინა

მას შემდეგ რაც "ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე დრაფტზე მე-18 ნომრად აირჩია ნახევარი სეზონი გავიდა. ქართველი ცენტრი როგორც ჩანს გუნდში თავიდანვე იმ მისიისთვის მოიაზრებოდა, რომელიც მას თვეების განმავლობაში ერგო.

yardbarker.com-მა NBA-ში დრაფტზე აყვანილი პირველი 30 კალათბურთელი შეაფასა და მათ შორის გოგა ბითაძეც.

"ინდიანა პეისერსმა" ბითაძე იმიტომ აიყვანა, რომ მიმდინარე სეზონში იშვიათად ეთამაშებინა და მოემზადებინა მაილს ტერნერის ანაც დომანტას საბონისის შემცვლელად. თუმცა ამისთვის გუნდი ერთ-ერთ მათგანს უნდა შელეოდა. არ ვიცით ეს რამდენად კარგი გეგმაა.

ნეიტ მაკმილანის გუნდს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სკამი აქვს ასოციაციაში. ასე რომ, მე-18 პოზიციაზე ისეთი ახალბედის პოვნა, რომელიც მეტს გააკეთებდა ამ სეზონშივე გუნდისთვის შეუძლებელი ჩანს. მოკლედ, მივცეთ მას ისევ გოგა და დაველოდოთ, როდის გაზრდიან ისინი მას. ის მხოლოდ 8.7 წუთს თამაშობს საშუალოდ", - დაწერა yardbarker.com-მა.

0.122061