ფეხბურთი

18:12 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ერთი თვით ადრე: საქართველო - ბელარუსის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო - ბელარუსის მატჩზე, როგორც მოსალოდნელი იყო, სრული ანშლაგი იქნება. მატჩამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია. ამის შესხებ სფფ-ის პრესსამსახური იტყობინება.

55 ათასი ბილეთი 11 დღეში გაიყიდა და „დინამო არენა“ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე გაივსება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, 21:00 საათზე დაიწყება.

0.114961