სხვა

17:14 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი სუმოისტები რეიტინგში დაქვეითდნენ

იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც რიკიშები ჰარუ ბაშოზე იასპარეზებენ.

ქართველმა სუმოისტებმა რეიტინგში რეგრესი განიცადეს. ლევან გორგაძე 3 საფეხურით დაქვეითდა და მარტში გასამართ ბაშოზე მე-9 მაეგაშირა იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფ სუმოისტებთან მოუწევს დაპირისპირება.

რაც შეეხება თეიმურაზ ჯუღელს, გაგამარუ 35 საფეხურით დაქვეითდა და დასავლეთის 44-ე ნომერია. გაგას მუხლის ტრავმა აწუხებს და შესაძლოა ვერც ჰარუ ბაშოზე იასპარეზოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111506