ბლოგი

11:50 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გაუმარჯოს “ხეტაფეს“

გსმენიათ რამე ჭეშმარიტი ფეხბურთის შესახებ? გვსურთ ვისაუბროთ ჭეშმარიტ “ხეტაფეზე?“... თუმცა ბევრი საუბარი არც უნდა იმას, რომ ხოსე ბორდალასის ხელში ეს პატარა, მაგრამ შეუპოვარი კლუბი წელს არათუ მხოლოდ ესპანური, არანედ სრულიადევროპული მასშტაბით შეუდარებლად ძლიერ გუნდად ჩამოყალიბდა და ყველა აღიარებს, რომ შესანიშნავად ირჯება.

წლევანდელი პრიმერა დივიზიონი “ბარსელონამ” და “რეალმა“ ისე ცუდად დაიწყეს, რომ ბევრს აღარ ეგონა ეგ გუნდები სატურნირო ცხრილის სათავეში თუ მოექცეოდნენ, მაგრამ მათი მძლავრობა მაინც სათანადო მდინარებას ჰპოვებს, ამის ფონზეც კი წარმოუდგენელი იყო ხეტაფეელთა წლევანდელი სიჩაუქე.

ბრაზილიელი ნეიმარის გუნდიდან წასვლის შემდეგ, “ბარსას” ერთპიროვნულ ლიდერად ლიონელ მესი იქცა, ხოლო მადრიდელებს რონალდუსთანა ფიგურა ჯერ კიდევ არ ყავთ. თუმცა იქ, სადაც ზინედინია, არაფერია გამორიცხული და არც ტიტულმრავლობა სამომავლოდ გადასადები. “ხეტაფეს“ კი ეს ამბები საერთიოდ არად უღირს. მთავარიც ესაა!

ბოლო წლების ფეხბურთი ასეთია - როდესაც “ბარსელონაზე” ვსაუბრობთ, მაშინ მადრიდის “რეალიც” აუცილებლად უნდა ვახსენოთ. თუმცა, ამჯერად “ბარსას” გვერდით “რეალეს” ხსენება მხოლოდ მადრიდელთა დიდი ტრადიციები და ამბიციები არ განაპირობებს.

გადატანილი ტრავმის შემდეგ, სრულ საბრძოლო ფორმაში ჩადგა კარიმ ბენზემა, რომელმაც ამ დროისათვის მშვენიერი შედეგი აჩვენა. გაიტანა რა 13 გოლი და თუკი ტრავმიანობამ თავი მომავალშიც არ შეახსენა (ალბათ ყველა კასტილიელი ილოცებს, რომ ეს ასე არ მოხდეს) ფრანგი ფორვარდის შეჩერება ამ ეტაპზე ბევრს გაუჭირდება.

ესპანეთის პრიმერა სხვა ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატებისაგან პირველ რიგში იმით გამოირჩევა, რომ ლიდერთა ოთხეულში და ექვსეულში როგორც წესი სწორედ ის გუნდები შედიან, რომელთაც ესპანური დეხბურთის ევროსარბიელზე ღირსეულად წარმოჩენა ყველაზე კარგად შეუძლიათ. თუმცა პატარა “ხეტაფე“ აქაც ბევრ კითხვას ბადებს.

მოდით ამ ყველაფერს ნუ დავაკავშირებთ ესპანურ პატრიოტულ, ანდა ფსევდოპატრიოტულ მოტივებთან და კიდევ უარესი – ჩაწყობასთან... უბრალოდ, პრიმერაში მცირედი და იშვიათი გამონაკლისების გარდა, სხვებზე კარგად დაკომპლექტებული გუნდები ფაქტობრივად მუდამ ამართლებენ მათზე გაცემულ ავანსებს და ექვსეულში მაინც, აუცილებლად ხვდებიან ხოლმე.

კამათი მხოლოდ იმაზეა შესაძლებელი, იმსახურებს თუ არა, ბოლო დროს საკმაოდ მოძლიერებული “ხეტაფე“ ლიდერთა მარაქაში გარევას და მოახერხებს თუ არა დიდ სენსციას.

ესპანელებმა კარგად იციან სიმართლის და სამართლიანობის ფასი და ალბათ სწორედ ამიტომაც არის, რომ პრიმერა დივიზიონში ისეთი სენსაციები არასოდეს ხდება, როგორიც მაგალითად გერმანიაში ან რუსეთში. თუმცა, ისტორია ყოველთვის არაა მომავლის მასწავლებელი. ამიტომაც - გაუმარჯოს “ხეტაფეს!“.

0.102316