ფეხბურთი

14:26 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

თბილისის „საბურთალომ“ უკრაინელი ნახევარმცველი ოლექსანდრ ბელიავეი დაიმატა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბელიავეი „დნიპროს“ აკადემიის აღზრდილია და „საბურთალოს“ ესპანურ შეკრებაზე შეუერთდა.

20 წლის ფეხბურთელი უკრაინის იმ ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, რომელმაც 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მან მთელი შესარჩევი ციკლი ჩაატარა, თუმცა ფინალური ეტაპი ტვინის შერყევის გამო გაუცდა.

0.11705