კალათბურთი

13:15 | 13.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" "კრეიტონთან" დამარცხდა

ამერიკის საკალათბურთო ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „კრეიტონს“ უმასპინძლა და 5 ქულიანი სხვაობით, 82:87 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა, შედარებით მცირე დრო მიეცა. სანდრომ უკვე პირველ ტაიმში 3 პერსონალური ფოლი მიიღო, საბოლოოდ კი, 5 ჯარიმა მოუგროვდა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და შედეგიანობით მხოლოდ ქუინსი მაკნაიტს ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

ჩვენებურმა 8-დან 6 ორქულიანი და 1 საჯარიმო მიითვალა, სამქულიანი კი ააცილა. სეტონ ჰოლს 12 ტურის შემდგომ 10 მოგების საწინააღმდეგოდ 2 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში ისევ ლიდერის რანგშია, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს სტუმრად „პროვიდენსთან“ ჩაატარებს.

0.159546