ფეხბურთი

20:58 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზიეჩი "ჩელსიში" ითამაშებს

ამსტერდამის „აიაქსის“ შემტევი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეჩი კარიერას დიდი ალბათობით ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას De Telegraaf-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მაროკოელი შემტევი ლონდონში დამდეგ ზაფხულს გადაინაცვლებს, ხოლო „აიაქსი“ ტრანსფერის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს მიიღებს.

ზიეჩი „აიაქსში“ 2016 წლიდან თამაშობს და ამსტერდამულ გრანდში ჩატარებულ 157 შეხვედრაში 47 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099825