ფეხბურთი

13:34 | 4.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" რაკიტიჩის დამატება უნდა

„ატლეტიკომ“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ივან რაკიტიჩი დაიმატოს. აღნიშნულ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.

მადრიდული კლუბი დიდი ხანია ხორვატ ფეხბურთელს აკვირდება და მისი შესაძლო ტრანსფერი საკმაოდ რეალური ჩანს, იმის გათვალისწინებით, რომ 32 წლის ფეხბურთელს „ბარსელონაში“ სათამაშო დრო ძალიან შემცირებული აქვს.

„ლევანტესთან“ მატჩის შემდგომ აღნიშნულ თემაზე მცირე კომენტარი რაკიტიჩმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ წასვლის სურვილის შესახებ კლუბის ხელმძღვანელები ინფორმირებული არიან.

შეგახსენებთ, რომ ხორვატი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდში 2015 წლის ზაფხულში „სევილიადან“ 18 მილიონ ევროდ გადავიდა, მას შემდეგ მან „ბლაუგრანას“ მაისური 292-ჯერ მოირგო, რომლითაც 34 გოლი გაიტანა და 40 საგოლე გადაცემა მიითვალა.

რაკიტიჩს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

0.154718