ფეხბურთი

18:42 | 29.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" "სასუოლოსთან" მოლაპარაკებები დაიწყო

კატალონიის „ბარსელონა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე თავდამსხმელის დამატებას ეშურება. მას შემდეგ, რაც „ვალენსიასთან“ როდრიგოს ტრანსფერი ჩაიშალა, კატალონელები დუშან ტადიჩზე გადაერთვნენ, თუმცა „აიაქსმა“ სერბის გასხვისება იუარა.

იტალიური მედიის ცნობით კი, „ბარსა“ მესმაე ვარიანტზე გადაერთო. ესპანური გრანდი „სასუოლოს“ იტალიელი შემტევის ფედერიკო ბერარდის თაობაზე დაუკავშირდა და მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. 25 წლის ბერარდის „სასუოლოს“ გარდა არსად უთამაშია და „ნეროვერდის“ რიგებში ჩატარებულ 245 მატჩში 83 გოლი აქვს გატანილი. მიმდინარე სეზონში იტალიელმა სერია A-ს 15 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.

0.127479