ფეხბურთი

19:12 | 27.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ჰოლანდიელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა თბილისის „საბურთალომ“ ჰოლანდიური „იგზლიდან“ ცენტრალური მცველი ჯულიუს ბლეიკი დაიმატა. აღნიშნული ცნობა დედაქალაქურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

თუმცა, არაა ცნობილი რა ვადით გაფორმდა კონტრაქტი 25 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელთან.

„იგლზი“ ჰოლანდიის მეორე დივიზიონში თამაშობს და ამ გუნდში ბლეიკი 2018 წლიდან ირჯებოდა. მანამდე კი, „დორტდეხტის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118341