სხვა

13:30 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე ორთაბრძოლა დათმო

ჰაცუ ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინი ოძეკ ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით დამარცხდა.

ეს აღნიშნული წყვილის მე-10 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ მხოლოდ 2 მოიგო, 8 შეხვედრაში კი დამარცხდა. თავად ტაკაკეიშოს კი მიმდინარე ბაშოზე 10 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და მასზე მაღალი შედეგი მხოლოდ ორ სუმოისტს შოდაის და ტოკუშორიუს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს 5 მოგების წილ 7 მარცხი აქვს და იმისთვის, რომ წლის პირველი სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, დარჩენილი 3 ორთაბრძოლიდან ყველა უნდა მოიგოს. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე კი ოძეკი გოეიდო იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121141