ფეხბურთი

10:45 | 23.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის გოლი სპარინგში (+VIDEO)

საბა ლობჟანიძის „რანდერსი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგური თამაში „ვენდისელის“ წინააღმდეგ გამართა, რომელიც 4:3 მოიგო.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის მიწურულს მოახერხა მეტოქის კარის აღება, როდესაც მახვილი კუთხიდან ზუსტად დარტყმა შეძლო.

ლობჟანიძე პირველ წრეში დანიური გუნდის წამყვანი ფიგურა იყო და მიმდინარე სეზონში სუპერლიგაშ უკვე 8 გოლი აქვს გატანილი. სეზონის მეორე ნახევარი დანიაში 16 თებერვალს განახლდება და „რანდერსი“ „ორჰუსს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12998